საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 147 შემთხვევა - NCDC

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცნობით, 2 იანვრის მდგომარეობით საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 147 შემთხვევა.

ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 943 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გარდაიცვალა 37 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 2 789 პირი.