საქართველოში პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოება აიკრძალება

პუბლიკა

2026 წლის 12 მარტს ირაკლი კობახიძემ გამოსცა დადგენილება, რომლის მიხედვითაც, „ნარჩენების წარმოქმნისა და მათი უარყოფითი გავლენის შემცირების მიზნით“:

  1. 2026 წლის 1 ივლისიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის წყლის, ხილისა და ბოსტნეულის წვენების, არომატიზებული სასმელების, გაზირებული უალკოჰოლო სასმელების მიწოდება პლასტმასის ბოთლებით.
  2. 2027 წლის 1 თებერვლიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმული სასმლის წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება.

პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრისა და მეტი მოცულობის სასმელ წყალსა და 20 ლიტრისა და მეტი მოცულობის სხვა სასმელებზე.

აკრძალვა არ გავრცელდება შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების საწვრთნელი ოპერაციების, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის, პრევენციული და რეაგირების ღონისძიების განხორციელების მიზნებისთვის.

ექსპორტის მიზნით, ასევე შსს-სა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომლებისთვის პლასტმასის ბოთლების წარმოებამდე ერთი თვით ადრე სურსათის ეროვნულ სააგენტოს უნდა ეცნობოს წარმოების დაწყებისა და დამთავრების ვადების, დასამზადებელი პროდუქციის რაოდენობის, ექსპორტის ქვეყნისა და ექსპორტის განხორციელების ვადების შესახებ.

დადგენილებას თან ახლავს დანართი, რომელიც სასმელებს განსაზღვრავს: