საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი - გახარია

პუბლიკა

„სახელმწიფო შეასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც აიღო სტრატეგიული პარტნიორების წინაშე“, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების  შეკითხვას, ევროპარლამენტის წევრ ანდრიუს კუბილიუსის წერილთან დაკავშირებით.

პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება და პოლიტპატიმრები არ არსებობენ. „საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი. საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს, კიდევ ერთი წერტილი. რაც შეეხება აღებულ ვალდებულებებს, სახელმწიფო შეასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც აიღო სტრატეგიული პარტნიორების წინაშე“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა, ხელისუფლებას  ოპოზიციასთან 8 მარტს მიღებული შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდა და გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას დაკავება კითხვის ნიშნის ქვეშ დაააყენა.