საქართველოში სამუშაოს შესრულებისას წელიწად-ნახევრის განმავლობაში (2018 წელი და 2019 წლის იანვარი-ივნისი) 84 პირი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა.
რაც შეეხება დაშავებულ ადამიანებს, უწყების მიერ გაცემული ინფორმაციის თანახმად, ამავე პერიოდში, სამუშაოს შესრულებისას 270 ადამიანი დაშავდა.
მხოლოდ 2018 წელს სამუშაოს შესრულებისას 59 პირი დაიღუპა და 199 დაშავდა.
2019 წლის 6 თვეში სამუშაოს შესრულებისას დაშავებულ პირთა რაოდენობა 71-ია, ამავე პერიოდში სამუშაოს შესრულებისას 25 პირი დაიღუპა.