თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პეკინიდან სპეცრეისი შესრულდა, რომლითაც საქართველოში 52 ტონა ტვირთი ჩამოვიდა, მათ შორის 40 ათასი PCR ტესტი, ანტისხეულების 20 ათასი ტესტი და ასევე, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩინეთიდან ჩამოსული ტესტების გადმოტვირთვის პროცესს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დაესწრო.
„ტვირთში ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რა თქმა უნდა, 40 000 PCR ტესტი და 40 000 ექსტრაქტი, რომელსაც ჩვენ დიდი ხანია ველოდებით და რომელიც იწვევს საზოგადოების მღელვარებას და დღეიდან ალბათ ეს თემაც დარეგულირდება.
ასევე ამ თვითმფრინავით ჩამოვიდა ჩინეთის სახალხო რესპულიკის მხრიდან ნაჩუქარი 20 000 ანტისხეულების ტეტსი და ასევე დანარჩენ ტვირტს წარმოადგენს პირადი დაცვის საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი ექიმების უსაფრთხო სამუშაო გარემოს. ვაფართოვებთ კიდევ ამ კვირაში ტესტირებას იმ მოწყვლად ჯგუფებზე, რომლებშიც ძალიან მაღალი არის რისკი და კიდევ დამატებით ვმუშაობთ იმ საკითხებზე თუ შემდგომში კიდევ ვინ იქნებ აპრიორიტეტი“,- განაცხადა მინისტრმა.