საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 47 749 ადამიანი - NCDC

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 7 ივნისის მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 173 345 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 47 749 ადამიანი.

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად უნდა ეწვიოთ booking.moh.gov.ge ან დარეკოთ ნომერზე 1522.


დღეს Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 11 117 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 307  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 014  პაციენტი, გარდაიცვალა კიდევ 24 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელია  2.76 %.