დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 8 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 366 678 აცრა ჩატარდა, ხოლო 7 სექტემბერს აიცრა 27 011 პირი. ერთი დოზით აცრილია 856 956 ადამიანი, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 509 722.
ქვეყანაში კორონავირუსის 2 571 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა კიდევ 60 ადამიანი. დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,73%, ბოლო 14 დღის – 8,69%, ბოლო 7 დღის – 7,69%.