2020 წელს საქართველოში უფრო მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა - საქსტატი

პუბლიკა

საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 46 520 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 24 289 ბიჭი და 22 231 გოგოა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით შემცირებულია 3.7%-ით.

2020 წელს, დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 25.8 წლით განისაზღვრა.

2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 8.3%-ით გაიზარდა და 50 537 ერთეული შეადგინა.

2020 წელს საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) და -4 017 ერთეულით განისაზღვრა.