ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტაქსის გამოძახების მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი პლატფორმა, ამერიკული Uber საქართველოში შემოდის.
ქვეყანაში გამოჩენილ Uber-ისა და ტაქსის გამოძახების პლატფორმა Yandex-ის სერვისის მიმწოდებელი ერთი ოპერატორი კომპანია „რაიდტექ ჯორჯიაა“.
აპლიკაციებში რეგისტრაციას თან ახლავს ხელშეკრულება მომხმარებელსა და კომპანიას შორის, სადაც შპს „რაიდტექ ჯორჯია“ საქართველოში Uber-ისა და Yandex-ის სერვისების მიმწოდებლად ფიქსირდება.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კომპანიის დირექტორი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე კირილ სვინტსოვია.
რაც შეეხება შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ მფლობელს – 2024 წლის 5 თებერვლიდან ფიქსირდება არაბთა გაერთიანებულ საამიროში რეგისტრირებული Y.E. HOLDING LIMITED. მანამდე კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ნიდერლანდებში რეგისტრირებული Maple Leaf United (MLU) იყო.
Uber Georgia-ს წარმომადგენელი „პუბლიკასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ Uber Georgia რეგისტრირებულია საქართველოში და აქვს ბრენდის ყველა უფლება.