საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, რუსეთი პირველ ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, რომელთა მოქალაქეებმაც საქართველოს ტერიტორიაზე უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთები, მათ შორის შენობიანი ნაკვეთები) დაირეგისტრირეს, 2019 წლიდან 2022 წლის 6 სექტემბრამდე პერიოდში.
მონაცემების თანახმად, ბოლო 2 წლისა და 8 თვის განმავლობაში რუსეთის 5 010-მა მოქალაქემ 6 264 ერთეული ქონება დაირეგისტრირა, ჯამში – თითქმის 19 ჰექტრამდე მიწის ფართობი (18 938 506,51 კვადრატული მეტრი). მომდევნო ადგილზე სომხეთია – 958 ერთეული ნაკვეთი 544-მა ადამიანმა შეიძინა, ჯამში – 2 116 610 კვადრატული მეტრი. 441 მიწის ნაკვეთი კი აზერბაიჯანის 431-მა მოქალაქემ დაირეგისტრირა, ჯამში – 2 246 256 კვადრატული მეტრი.
გამოთხოვილი მონაცემები სრულად ასე გამოიყურება:
მიგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ გამოქვეყნებული 2019 წლის მიგრაციის პროფილის მიხედვით, 2015-2018 წლებში საქართველოში უცხოელების მიერ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების 40% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის. ამავე პერიოდში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონება, მფლობელთა მოქალაქეობის მიხედვით ასე ნაწილდება:
- რუსეთი – 15 133;
- ირანი – 5 598;
- უკრაინა – 2 599;
- სომხეთი – 1 447;
- თურქეთი – 1 226;
- აზერბაიჯანი – 1 192;
- აშშ – 1 182;
- სხვა – 7 855.