საქსტატის ცნობით, 2021 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.9 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.0%-ით განისაზღვრა.
იხილეთ ფასების პროცენტული მატება წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით:
- სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – 15.6%;
- ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – 5.2%;
- ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – 2.8%;
- საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი – 43.5%;
- ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა – 11.8%;
- ჯანმრთელობის დაცვა – 7.9%;
- ტრანსპორტი – 17.3%;
- დასვენება, გართობა და კულტურა – 2.5%;’
- განათლება – 4.8%;
- სასტუმროები, კაფეები და რესტორნები – 14.0%;
- სხვადასხვა საქონელი და მომსახურება – 6.0%.