დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, ბოლო 24 საათში საქართველოში 4 მიწისძვრა მოხდა, მათ შორის ერთის სიმძლავრე 5.1 (ML) მაგნიტუდა იყო.
სოფელ სამებასთან 23:42 საათზე – 3.7 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.
03:19 საათზე – 4.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.
05:44 საათზე – 5.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.
05:51 საათზე, – 3.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.
დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ, გაეცნოთ მონიტორინგის სეისმური ცენტრის ფეიჯზე.