საქართველოსნაირი ქვეყანა მსოფლიოში არ არის, განსაკუთრებულები ვართ 2 „მწვანე პასპორტით“ - ტიკარაძე

პუბლიკა

„საქართველოსნაირი ქვეყანა მსოფლიოში არსად არ არის, ჩვენ ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ და სწორედ აქედან გამომდინარე ასევე განსაკუთრებულები ვართ 2 „მწვანე პასპორტით“ – უვადო პასტორტით და ეს ყველაფერი გამომდინარეობს ალბათ, ჩვენი გენეტიკიდან და ჩვენი ხასიათიდან“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კოვიდგადატანილი პირებისთვის უვადო მწვანე სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ არ არის ცუდი გადაწყვეტილება.

ჟურნალისტებმა მინისტრს ჰკითხეს, არის თუ არა მსოფლიოში საქართველოსნაირი სხვა ქვეყანა, სადაც იგივე პრაქტიკაა, რაზეც მან უპასუხა:

“ზოგადად საქართველოსნაირი ქვეყანა მეორე მსოფლიოში არსად არ არის და ჩვენ ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ და სწორედ აქედან გამომდინარე, ასევე განსაკუთრებულები ვართ ორი მწვანე პასპორტით, უვადო პასპორტით და ეს ყველაფერი გამომდინარეობს ალბათ ჩვენი გენეტიკიდან და ჩვენი ხასიათიდან. ჩვენ თითოეული მათგანი ვართ ქართველი და არა მგონია, რომ ვინმეს ეს უკვირდეს”, – თქვა ტიკარაძემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, საზოგადოება ეტაპობრივად შეეგუოს ცვლილებებს.

„ჩვენ გაგვაჩნია ყველას ჩვენი კონკრეტული დამოკიდებულება. მე პირადად ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოება ეტაპობრივად შეეგუოს იმ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს და თუ ეს სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის გაცილებით უფრო მარტივია, გაყვეს გარკვეულ წესებს, საქართველოში ეს რატომღაც დღემდე კიდევ უფრო რთულია, აქედან გამომდინარე, იმ დაძაბული სოციალური, ეკონომიკური და პანდემიური ფონის პირობებში, ალბათ, არ არის ცუდი გადაწყვეტილება, რომ ჩვენს მოქალაქეებს მეტი მოქნილობა ექნებათ”, – თქვა ტიკარაძემ.