საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა კვლავ გრძელდება - მილერი

პუბლიკა

საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა საქართველოს შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

„ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა კვლავ გრძელდება. თუმცა, როგორც იცით, ჩვენ უკვე შევაჩერეთ დახმარება ამ გადახედვის ფარგლებში. ამიტომ, ისე არ არის, რომ ვინაიდან ურთიერთობების გადახედვა კვლავ მიმდინარეობს, არაფერი ხდება – ჩვენ უკვე გადადგმული გვაქვს პოლიტიკური ნაბიჯები ამ გადახედვის ფარგლებში და გავაგრძელებთ სხვა სათანადო პოლიტიკურ ქმედებებსაც“,- განაცხადა მილერმა.