„საქართველოსთვის“ არჩევნებში მონაწილეობს დამოუკიდებლად, არაფერი შეცვლილა - გახარია

პუბლიკა

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარი აცხადებს, რომ თავისი პარტია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.

„თუ რამე შეიცვლება, ხომ ხედავთ, სამყარო როგორი რთულად პროგნოზირებადი გახდა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვყოფნის იმის პასუხისმგებლობა, რომ ამას ჩვენგან გაიგებთ“, – უთხრა გახარიამ „მთავარ არხს“.

გახარიას თქმით, თავის პარტიაში „ქართული ოცნებიდან“ ბევრი გადავა და დასძინა, რომ „ღირსეული ხალხი, რომელიც ჯერ კიდევ იქ არის დარჩენილი, მათთვის ჩვენი კარი ღიაა“.

„პირველი პოლიტიკური ძალა ვიყავით, რომელმაც ოფიციალურად განაცხადა, რომ ჩვენ 2024 წლის საარჩევნო კამპანიას და არჩევნებში მონაწილეობას ვაპირებდით დამოუკიდებლად და არაფერი არ შეცვლილა ამასთან მიმართებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ, ბევრს ვმუშაობთ, მაგრამ როდესაც საუბარია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, პარტია „საქართველოსთვის” ამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს დამოუკიდებლად… თუ რამე შეიცვლება, ხომ ხედავთ, სამყარო როგორი რთულად პროგნოზირებადი გახდა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვყოფნის იმის პასუხისმგებლობა, რომ ამას ჩვენგან გაიგებთ“, – უთხრა გახარიამ „მთავარ არხს“.