სქესობრივი დანაშაულების საქმეებზე გამოძიების მიმდინარეობის სისტემურ ხარვეზების შესახებ კავშირ „საფარში“ ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორმა ბაია პატარაია და იურისტმა თამარ ლუკავამ ისაუბრეს.
ორგნიზაცია იცავს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ დანაშაულებრივი ქმედებების მსხვერპლ ქალებს. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, არაერთ საქმეში იკვეთება, რომ გენდერულად მოტივირებული დანაშაულის სხვა საქმეებისგან განსხვავებით, სქესობრივ დანაშაულებზე გამოძიება მნიშვნელოვანი ხარვეზებით მიმდინარეობს, რასაც სისტემური ხასიათი აქვს.
„ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვმუშაობთ სქესობრივ დანაშაულებზე ვხედავთ სერიოზულ სისტემურ ხარვეზებს. ჩვენ პრაქტიკა აჩვენებს და კონკრეტული საქმეებში იმდენად ერთგვაროვანია პრობლემები რასაც ვაწყდებით, რომ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, სისტემა არ არის მგრძნობიარე ამ დანაშაულების მიმართ.
სქესეობრივი დანაშაულის მსხვერპლები არიან მუდმივად ქალები და ბავშვები და სისტემა ვერ იძიებს ამ დანაშაულს და როგორც წესი, ძალიან ჭირს ბრალის წაყენება ასეთ საქმეებზე, ეს საქმეები სასამართლომდეც კი ვერ მიდის.
მტკიცებულებათა რა სტანდარტი უნდა იყოს, ეს არის გაუგებარი ჩვენი მართლმსაჯულების სიტემისთვის და ხშირად საერთოდ არ იწყება დევნა კონკრეტული პირის მიმართ. პრაქტიკულად დასჯელები არიან ის ადამიანები ვინც ამ დანაშაულებს ჩადიან, „- ამბობს ბაია პატარაია.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არა ერთხელ მიუმართათვთ და უსაუბრუათ როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ასევე პროკურატურის წარმომადგენლებთან, მაინც არაფერი იცვლება და შედეგი არ ჩანს.
„მოკლედ რომ გითხრათ, რა პრობლემებს ვაწყდებით – მაგალითად, არის დანაშაული სახეზე, მაგრამ არ იწყება გამოძიება შესაბამისი მუხლით, არ იწყება სქესობრივი დანაშაულის მუხლით, ან გროვდება მტკიცებულებები, მაგრამ დაზარალებულად არ ხდება ადამიანის ცნობა, ან დაზარალებულად ხდება ცნობა ადამიანის მაგრამ ბრალის წაყენება არ ხდება პროკურორის მიერ. ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემა რომ სასამართლომდე მაინც მივიდეს სქესობრივი დანაშაულის საქმე, „- ამბობს ბაია პატარაია.
როგორც ბაია პატარაია აღნიშნავს, გარდა იმისა, რომ არ ხდება არსებული კანონის აღსრულებაც კი, ასევე პრობლემაა ის საკანონდებლო ნორმა, რომელიც სქესობრივ დანაშაულთან დაკავშირებით არსებობს.
„გვაქვს სერიოზული პრობლემა საკანონმდებლო ხარვეზის სახით. დღეის მდგომარეობით, იმისთვის, რომ ადამიანმა ამტკიცოს, რომ არის გაუპატიურებული, ასევე, უნდა ამტკიცოს, რომ არის სხვა ტიპის ძალადობის მსხვერპლიც, მაგალითად, რომ მას აქვს ფიზიკური დაზიანებები, რომ ხორციელდებოდა მასზე მუქარა, შანტაჟი და ა.შ. ასეთი მუხლი არ მოდის შესაბამისობაში სტამბულის კონვენციასთან, არ მოდის შესაბამისობაში საერთაშორისო კონვენციებთან, არის ჩამორჩენილი მუხლი, სჭირდება გამოსწორება.
25 ნოემბერს ქალთა მოძრაობამ გააკეთა განცხადება, რომ ეს მუხლი შესაცვლელია. ჩვენ დღესვე უკვე წერილობით მივმართავთ პარლამენტს, რომელიც შეიკრიბა იმისთვის, რომ დაიწყოს მუშაობა ამ საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრაზე. თუმცა არ აქვს მნიშვნელობა საკანონმდებლო ხარვეზი აღმოიფხვრება თუ არ აღმოიფხვრება, თუ ის არ არის აღსრულებადი, „- ამბობს ის.
კავშირ „საფარის“ იურისტმა თამარ ლუკავამ კოკრეტულ საქმეებზე ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაციას წარმოებაში აქვს ასეთი 5-მდე სისხლის სამართლის საქმე.
თამარ ლუკავა ამბობს, რომ ამ საქმეებზე ისინი აწყდებიან საგამოძიებო ორგანოებისა და პროკურატურის მხრიდან ისეთ სისტემურ ხარვეზებს, როგორიცაა მსხვერპლის დაზარალბეულად ცნობის პრობლემა, ასევე საგამოძიებო მოქმედებების დროული ჩატარების პრობლემა და აშ.
„ერთი საქმე არის მცხეთის რაიონულ პროკურატურაში წარმოებაში. დაახლოებით წელიწადი და 4 თვეა ამ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. დასაწყისშივე შეგროვდა ყველა მტკიცებულება, რომელიც საკმარისი იყო მსხვერპლის დაზარალებულად ცნობისთვის და დევნის დაწყებისთვის, თუმცა არ მოხდა დროულად მსხვერპლის დაზარალებულად ცნობა. აგვისტოში ჩვენი არაერთი მოთხოვნის შემდეგ იქნა დაზარლებულად ცნობილი მსხვერპლი და მას შემდეგ 4 თვე გავიდა, მაგრამ დევნის დაწყება პროკურატურას ჯერ კიდევ არ დაუწყია. ამ საქმეზე არსებობს მტკიცებულებათა მთელი ჯაჭვი, რომლიც ადასტურებს რომ დანაშაული ნადვილად მოხდა.
ასევე გვაქვს საქმეეები, სადაც დაწყებულია გამოძიება, მაგრამ არ მიმდინარეობს სქესობროვი დანაშაულის მუხლებით ანუ კვალიფკაცია არის არასწორი. ერთ-ერთ საქმეზე რუსთავის რაიონულ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება ძალადობისა და იძულების მუხლებით მაშინ როდესაც სახეზე გვაქვას სქესობრივი დანაშაული, გაუპატიურება.
ეს შეეხება ცოლის მიმართ ყოფილი ქმრის მხრიდან ჩადენილ დანაშაულს. ქალი ჩვენებაში აღწერს შატნაჟის ქვეშ როგორ გააუპატიურა ყოფილმა მეუღლემ როგორც ფიზიკური ძალადობის გამოყენებით ასევე ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით. მიხედავად ამისა, პროკურორი უარს აცხადებს სქესობრივი დანაშაულით დაიწყოს საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და ამ მუხლით ჯერ კიდევ არ არის ქალი დაზარალებულად ცნობილი, „- ამბობს იურისტი თამარ ლუკავა.
მან ასევე ისაუბრა საქმეებზე, რომლებიც ბავშვებს ეხება. ორგანიზაცია ასეთ ორ სამქეზე მუშაობს. თამარ ლუკავას თქმით, ერთ შემთხვევაში ბავშვი არის დაზარალებულად ცნობილი, მაგრამ მეორე საქმეზე არა. როგორც იურისტი ამბობს, არცერთ ამ შემთხვევაში არ არის დაწყებული დევნა იმ პირის მიმართ ვინც ეს ჩაიდინა.