საქსტატი - 2022 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა

პუბლიკა

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წელს 2 097.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.7-ჯერ მეტია, ხოლო 2022 წლის წინასწარ მონაცემებს 4.9 პროცენტით აღემატება.

საქსტატის ცნობით, 2022 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 65.7 პროცენტი შეადგინა.

ძირითადი პირდაპირი ინვესტორები არიან: გაერთიანებული სამეფო (437 მლნ დოლარი) ესპანეთი (360.5 მლნ დოლარი) ნიდერლანდები (196.2 დოლარი)

ორი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობაში, 2022 წლის დაზუსტებული მონაცემებით, 38.0 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება ინვესტიციების განაწილებას, ყველაზე მეტი წილი მოდის საფინანსო და სადაზღვეო საქმიანობებსა (538.0 მლნ. აშშ დოლარი) და უძრავ ქონებაზე. (366.5 მლნ. აშშ დოლარი).

საქსტატის დოკუმენტს სრულად გაეცანით ბმულზე.