საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის IV კვარტალში ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასი განათლების სფეროში იყო – 1157 ლარი.
ერთი საფეხურით მაღლაა წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები – 1 320 ლარი;
ნახეთ საშუალო თვიური ხელფასი საქმიანობის სახეების მიხედვით 2023 წლების IV კვარტალში:
- ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 309 ლარი;
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 110 ლარი;
- მშენებლობა – 3 063 ლარი;
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 921 ლარი;
- ტრანსპორტი და დასაწყობება – 2 418 ლარი;
- სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა;სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება – 2 409 ლარი
- ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 2 299 ლარი;
- სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 2 196 ლარი;
- უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები – 2 064 ლარი;
- ხელოვნება, გართობა და დასვენება – 1 925 ლარი;
- დამამუშავებელი მრეწველობა – 1 884 ლარი;
- საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი – 1 873 ლარი;
- ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები – 1 592 ლარი;
- ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები – 1 555 ლარი;
- განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები – 1 546;
- სხვა სახის მომსახურება – 1 520 ლარი;
- სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა – 1463 ლარი;
- წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები – 1 320 ლარი;
- განათლება – 1157 ლარი.