სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6%-ით მეტია.
რაც შეეხება იმიგრანტებს, მათი რიცხოვნობა 14.5%-ით გაიზარდა და 205 857 კაცია.
ამავე პერიოდში, იმიგრანტების 75.9% და ემიგრანტების 62.2%, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ.
საქსტატის მონაცემებითვე, 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 3 694 600 ადამიანია, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1%-ით ნაკლებია.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წელს უარყოფითი ბუნებრივი მატება (-2 542) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-39 207) დაფიქსირდა.