საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის ცნობით, 2024 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.2%-ით (226.8 ლარით) გაიზარდა და 1 943.4 ლარი შეადგინა.
საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 4 519.4 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 20.2 პროცენტით);
- ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 956.5 ლარი (გაიზარდა 9.0 პროცენტით);
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 672.7 ლარი (გაიზარდა 12.0 პროცენტით);
- მშენებლობა – 2 624.6 ლარი (გაიზარდა 22.3 პროცენტით).
კვლავ დიდია განსხვავება ქალებისა და კაცების ხელფასებს შორის და კაცების ანაზღაურება ქალებისას ბევრად აღემატება:
2024 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 540.0 ლარით, ხოლო კაცების – 2 343.2 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 164.3 ლარი (11.9%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 289.8 ლარი (14.1%).
საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 226.8 ლარით (13.8%) გაიზარდა და 1 870.0 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.
საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს ქ. თბილისი და მცხეთა-მთიანეთი