საქსტატი: 2024 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 3.1%-ით შემცირდა და 13.7% შეადგინა

პუბლიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის II კვარტალში (აპრილი, მაისი, ივნისი) საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.1%-ით შემცირდა და 13.7% შეადგინა.

საქსტატის ცნობით, ამავე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 19.1 ათასი კაცით (2.1%) გაიზარდა დაქირავებულთა რიცხოვნობა და 935.8 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა 41.3 ათასით გაიზარდა (10.1%) და 451.5 ათასი შეადგინა.

ასევე, ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 47.2 ათასით (17.7%) და 219.7 ათასი შეადგინა.

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

რაც შეეხება უმუშევრობის დონეს ქალაქსა და სოფელში, საქსტატის ინფორმაციით, უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში შემცირებულია 3.5%-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 2.5%-ით.

„უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2024 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი 3.6%-ით არის შემცირებული ქალებში, ხოლო კაცებში – 2.6%-ით და შესაბამისად, 10.9%და 15.9%-ს შეადგენს.

2024 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე გაზრდილია ქალებში 2.9%-ით, ხოლო კაცებში – 2.6%-ით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.