საქსტატი: მაისში, წინა თვესთან შედარებით ფასები გაიზარდა ხილზე, ბოსტნეულსა და ხორცზე 

პუბლიკა

2024 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.0 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 1.7 პროცენტით განისაზღვრა.

ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში წინა თვესთან შედარებით.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.15 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები, ძირითადად, გაზრდილია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.0 პროცენტი); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.4 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.12 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • ბოსტნეული და ბაღჩეული (7.8 პროცენტი);
  • ხილი და ყურძენი (4.1 პროცენტი);
  • შაქარი;
  • ჯემი და სხვა ტკბილეული (2.5 პროცენტი);
  • თევზეული (0.6 პროცენტი);
  • პური და პურპროდუქტები (0.4 პროცენტი).

ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე:

ზეთი და ცხიმი (-3.7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-2.8 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-0.6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (-0.4 პროცენტი);

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: წინა თვესთან შედარებით ფასები მომატებულია 1.5 პროცენტით, რაც 0.05 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაზრდილია როგორც ღამის გასათევით მომსახურებაზე (1.6 პროცენტი), ისე საზოგადოებრივ კვებაზე (1.4 პროცენტი).

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი 2024 წლის მაისის წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 12.3 პროცენტით, რაც 1.44 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე.

ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (17.6 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (4.7 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (3.4 პროცენტი); სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში ფასები მომატებულია 7.7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.25 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები გაიზარდა:

ღამის გასათევით მომსახურებასა (11.0 პროცენტი) და საზოგადოებრივ კვებაზე (7.0 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.24 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (4.5 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (2.5 პროცენტი);

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.22 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • ხილი და ყურძენი (38.1 პროცენტი);
  • ბოსტნეული და ბაღჩეული (4.5 პროცენტი);
  • მინერალური და წყაროს წყალი;
  • უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.0 პროცენტი);
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.5 პროცენტი);
  • ყავა, ჩაი და კაკაო (2.0 პროცენტი);
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.0 პროცენტი).

ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე:

ზეთი და ცხიმი (-14.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-5.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-2.1 პროცენტი).