საქსტატის ცნობით, ბოსტნეული 26.3%-ით, ზეთი და ცხიმი 20.6%-ით, პური 9.6%-ით გაძვირდა

პუბლიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ -0.01% შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4%.

საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.1%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.34%-ით აისახა.

ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე:

  • ბოსტნეული და ბაღჩეული – 26.3%;
  • ზეთი და ცხიმი – 20.6%;
  • ყავა, ჩაი და კაკაო – 15.4%;
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 10.3%;
  • პური და პურპროდუქტები – 9.6%;
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 8.7%;
  • თევზეული – 7.9%;
  • რძე, ყველი და კვერცხი – 7.1%;
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები – 3.6%;
  • ხილი და ყურძენი – 2.7%.

ასევე, საქსტატის ცნობით, ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (10.4%), საავადმყოფოების მომსახურების (9.2%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (8.4%) ქვეჯგუფებზე.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბოლო ერთ წელიწადში გაძვირდა:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – 10.1%;
  • ჯანმრთელობის დაცვა – 9.4%;
  • სხვადასხვა საქონელი და მომსახურება – 6.7%;
  • სასტუმროები, კაფეები და რესტორნები – 6%;
  • ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – 4.6%
  • განათლება – 4.6%;
  • საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი – 1%

რაც შეეხება გაიაფებას, საქსტატის ცნობით, ბოლო ერთ წელში გაიაფდა:

  • კავშირგაბმულობა – 13%;
  • ტრანსპორტი – 5.3%;
  • ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა – 1.4%;
  • ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – 0.8%;
  • დასვენება, გართობა და კულტურა – 0.5%.