საქსტატის მონაცემებით, თბილისში უძრავი ქონება გაძვირდა

პუბლიკა

საქსტატის ცნობით, 2022 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი  4.2%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 3.4% შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 13.1 %-ით არის გაზრდილი.

2022 წლის პირველ კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების (5.4%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (2.0%).

საქსტატის ცნობით, დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.