სარჯველაძე მიიჩნევს, რომ გვარამიას ნომრის გასაჯაროებით ადამიანის უფლებები არ დარღვეულა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ თეა წულუკიანის მიერ საჯაროდ ნიკა გვარამიას ნომრის გასაჯაროებით ადამიანის უფლებები არ დარღვეულა.

„არ მგონია, რომ დარღვეულია [ადამიანის უფლებები], ამას გააჩნია, ალბათ, კონკრეტული ახსნა და შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით, არ მგონია, რომ კითხვის დასმის დიდი მიზეზი და საფუძველი არსებობდეს.

ვინ რას ამბობს – მესმის, გასაგებია. ვიღაც, შეიძლება, განსხვავებულად უყურებდეს, მაგრამ მე არ მგონია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რომ რაიმე საფუძველი არსებობდეს მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთების” , — განაცხადა სარჯველაძემ ჟურნალისტებთან.


2 თებერვალს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა განაცხადა, რომ შეისწავლის, შეესაბამება თუ არა კანონს ნიკა გვარამიას ნომრის გასაჯაროება.