„ქართული ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თუ კლინიკა კორონავირუსის პერიოდში დაგროვებული დავალიანების 25%-ს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხდის, ის დარჩენილი თანხისგან სრულად გათავისუფლდება.
„[პირველი საკითხი ეხება] კოვიდის პერიოდში სამედიცინო დაწესებულებების მიერ განხორციელებულ სამედიცინო მომსახურებას. მოგეხსენებათ ამასთან დაკავშირებით არსებობდა გარკვეული არაერთგვაროვანი შეხედულებები საზოგადოებაში, ინფორმაციაც იმასთან დაკავშირებით, რომ თვითონ სამედიცინო სერვისების ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით იყო წარმართული და არსებობდა გარკვეული პრობლემები სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობაში. ეს ასახულია მათ შორის, არაერთ აქტში, რომლითაც შემოწმდა ასეთი დაწესებულებების იმ პერიოდის საქმიანობა და რომელთან დაკავშირებითაც გამოვლინდა კონკრეტული ნაკლოვანებები. მთავრობის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სამართლებრივად განხორციელდება ყველა ამ დაწესებულებას, რომელსაც აქვს გარკვეული ფინანსური ვალდებულებები წარმოშობილი სახელმწიფოს წინაშე, ფინანსური პასუხისმგებლობის სახით, შევთავაზებთ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, იმ შემთხვევაში თუკი დღევანდელი მდგომარეობით დავალიანებული თანხის 25%-ს აანაზღაურებენ ბიუჯეტის სასარგებლოდ, ამ შემთხვევაში დანარჩენი პასუხისმგებლობისგან პირდაპირ გათავისუფლებიდან“, – თქვა სარჯველაძემ.
მისი თქმით, ეს შეთავაზება ძალაში შევა დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ და სამედიცინო დაწესებულებებს მიეცემათ ვადა, რათა მიმართონ სახელმწიფოს.
სარჯველაძემ თქვა, რომ ჯამური ვალდებულებების ოდენობა დაახლოებით 26 მლნ ლარია.