სარჯველაძე ნავალნის სიკვდილზე: მძიმე შემთხვევაა ბევრი თვალსაზრისით

პუბლიკა

„ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე რუსი ოპოზიცონერის, ალექსეი ნავალნის ციხეში დაღუპას „ძალიან მძიმე შემთხვევას” უწოდებს.

„დიახ, ეს არის ძალიან მძიმე შემთხვევა, მძიმე შემთხვევაა ბევრი თვალსაზრისით და მათ შორის, იმ თვალსაზრისით, რომ ის არის მსხვერპლი არასწორი დამოკიდებულებისა, არის მსხვერპლი ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებისა. ამიტომ, ბუნებრივია, არავის არ აქვს უფლება, დღეს საქართველოში ისაუბროს იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე დუმილით შეხვდა ამ გარემოებას და რეაქცია არ აქვს. სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციაში არის ეს პრობლემები დაკავშირებული ადამიანის უფლებების დარღვევასთან და ამის მსხვერპლი საქართველოც გამხდარა, საუბედუროდ”. – თქვა მიხეილ სარჯველაძემ.

მან ასევე ტყუილი უწოდა განცხადებებს, რომ ალექსეი ნავალნის სიკვდილს მმართველი პარტია არ გამოხმაურებია.

„ტყუილია, რომ „ქართული ოცნება“ დუმილს ინარჩუნებს. ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთდა, არაერთი შეფასება გაკეთდა და სწორი დამოკიდებულება იქნა გაცხადებული”. – თქვა მან.

მიხეილ სარჯველაძემ ასევე თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევის შედარება ალესეი ნავალნის შემთხვევასთან „უსუსური სპეკულაციაა”, ვინაიდან „სააკაშვილის შემთხვევა არც არსებობს”.

რუსი ოპოზიციონერი, ვლადიმირ პუტინის მწვავე კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი 2024 წლის 16 თებერვალს ციმბირში, საპატიმროში დაიღუპა.

საქართველოს ხელისუფლებიდან მომხდარი არავის შეუფასებია. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების პასუხად თქვა, რომ „ამ თემაზე კომენტარი ვერ ექნება”.