თბილისის მოქმედი მერი და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, კახა კალაძე ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ ადგილობრივ კოალიციურ მთავრობას დაშლილ და ხელახლა შეერთებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ უწოდებს.
„სასაცილო იყო, ადამიანი გამოდის და კონკრეტული ადამიანები წარადგინა, ესენი იქნებიან კონკრეტულ თანამდებობაზეო, მაშინ, როდესაც თბილისის საკრებულოში უმრავლესობა არის „ქართული ოცნება“.
მე როდესაც გავიმარჯვებ და წარვადგენ კონკრეტულ კანდიდატებს, მოადგილეებს, სამსახურის უფროსებს, ეს უნდა დაამტკიცოს დედაქალაქის საკრებულომ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ გუშინ თბილისის მთავრობის ჩრდილოვანი კაბინეტის წევრები წარუდგინა საზოგადოებას.