მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სასაფლაოებზე გასვლა საგანგებო მდგომარეობის ვადით, ანუ 22 მაისამდეა შეზღუდული.
შესაბამისად, სასაფლაოებთან მისასვლელ გზებს პოლიცია აკონტროლებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს დარჩნენ სახლში, აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ საჯარო სივრცეში გადაადგილებისგან.