სასამართლო გიორგი რურუას საქმეზე განაჩენს ხვალ გამოაცხადებს

პუბლიკა

„მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილის ბრალდებულ გიორგი რურუას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას ხვალ, 29 ივლისს გამოაცხადებს.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ 11:00 საათზე გაიმართება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. საბოლოო სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც.

გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს.