„სასამართლომ არ დაგვიკმაყოფილა მოთხოვნა 8 წლის გიგის სახლის ნგრევის შეჩერებაზე“, – ამის შესახებ განცხადება ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელმა ანა არგანაშვილმა განაცხადა.
ანა არგანაშვილის განხცადებით, გადაწყვიტელბას PHR გაასაჩივრებს.
„სასამართლოს დასაბუთება არის ძალიან სევდიანი და ტექნიკური, როდესაც სასწორზე დევს ბავშვის უსაფრთხოება და მისი სახლის გადარჩენა. ჩემთვის ყველაზე სამწუხაროა, რომ ბავშვს ვუთხარით სასამართლო მას მთელი გულით და ყურადღებით მოუსმენდა. სასამართლოს უარს გავასაჩივრებთ. ბავშვმა სამართლიანობის არსებობის იმედი არ უნდა დაკარგოს“, – წერს ანა არგანაშვილი სოციალურ ქსელში.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ცნობით, აფრიკის დასახლებაში 6-სულიანი ოჯახისთვის სახლის დანგრევას აპირებენ. როგორც PHR-ის წარმომადგენელი ანა აბაშიძე „პუბლიკასთან“ საუბრისას განმარტავს, ოჯახს მერიისგან გაფრთხილება მიუვიდა, რომ უკანონოდ არის სახლი აშენებული და დემონტაჟს ექვემდებარება. PHR-ის ცნობით, ოჯახს სახლის დაცლის ვადა 20 დეკემბრამდე მისცეს.
PHR-მა 18 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და მათი სახლის დანგრევის შეჩერება მოითხოვა.