სასამართლომ ბათუმის ყოფილ მერს 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

პუბლიკა

სასამართლომ ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს გამოაცხადა. გიორგი ერმაკოვს ბრალი თანხის განზრახ გაფლანგვაში ედება. სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

რაც შეეხება ამავე საქმეზე დაკავებულ სხვა პირებს, ეგასლარ ლომაძეს სასამართლომ გულგრილობისთვის ჯარიმა და წელიწადი და 6 თვე მიუსაჯა. უდანაშაულოდ ცნეს არჩილ ვანაძე.

ბათუმის მერიის 7 მაღალჩინოსანი პროკურატურამ, 30 მაისს, „იაფი სახლის“ საქმის გამო დააკავა.  დაკავებულებს შორის, ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს, 1 მილიონ 370 ათასი ლარის გაფლანგვას ედავებიან. ამ საქმის 4 ფიგურანტი ბაგრატ მანველიძე, ბექა ხალვაში, თენგიზ პეტრიძე და ვლადიმერ ხინთიბიძე მოსამართლემ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.