სასამართლომ ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს პატიმრობა შეუფარდა

პუბლიკა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი გოგიჩაიშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გოგიჩაიშვილი ბრალს არ აღიარებს. დაცვის მხარე პატიმრობის სანაცვლოდ გირაოს დაკისრებას ითხოვდა.

ბორჯომის მერის სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.


29 თებერვალს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მოქალაქე გ.უ. დააკავეს.