სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

პუბლიკა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა. ადვოკატის თქმით, ოქრუაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის საქმეზე იყო ბრალდებული. ის ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ნაწილში გამართლდა, მაგრამ სასამართლომ ჯგუფური ძალადობის მონაწილეობაში დამნაშავედ ცნო.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი 20 ივნისის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა 6-დან 9 წლამდე პატიმრობას,  ხოლო მასში მონაწილეობა კი 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.