თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან ხაბეიშვილს 2 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.
სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილიბრივ დააკმაყოფილა, პროკურატურა გირაოდ 3 000 ლარს ითხოვდა.
დღეს საქართველოს პროკურატურამ, თბილისის საქალაქო სასამართლოს, ლევან ხაბეიშვილის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.
პროკურატურის ინფორმაციით, 24 იანვარს ქ. თბილისის საკრებულოს დერეფანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ლევან ხაბეიშვილს ბრალდება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.
დღეს ასევე, თბილისის საკრებულოს წევრებს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ლევან ხაბეიშვილს საკრებულოში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.
გირაოს შუამდგომლობა სხდომაზე საქმის პროკურორმა დააყენა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 მარტს ჩაინიშნა.
ლევან ხაბეიშვილის მიმართ ჯგუფური ძალადობის საქმეზე თბილისის საკრებულოს წევრებს – ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძესა და თარაშ შურღაიას პროკურატურამ ბრალი საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.
ეს მუხლი გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას ჯგუფურად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით 2 წლამდე.
_______
თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება 24 იანვარს მოხდა.
„თვალზე რატო დამარტყეს? წიხლებით რატო შემდგნენ, რა იყო მათი მიზანი? – როგორ დავიცავი და გავბედე, დამლაგებლებს რომ აქვთ 8 ლარი ანაზღაურება, როგორ გავბედე და როგორ ვთქვი ეს ერთ-ერთ ეთერში, ანუ პოლიტიკური განცხადების გამო, იმისთვის, რომ ვთქვი, ეს არასწორია“, – აცხადებდა ლევან ხაბეიშვილი.
ლევან ხაბეიშვილის ცემისთვის საკრებულოს 3 დეპუტატს ბრალი წაუყენეს
31 იანვარი, 2020
ლევან ხაბეიშვილს ირაკლი ზარქუას ცემის საქმეზე ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინეს
31 იანვარი, 2020