საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი კორუფცის ბრალდებით გაასამართლეს და 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, აქედან 2 წელი კი პირობითი მსჯავრია. საქმე ეხება ქრთამის მიცემის მცდელობასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებას.
სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო სარკოზის ორი ყოფილი ადვოკატიც.
როგორც The Guardian წერს, დიდი ალბათობით სარკოზი ციხეში ერთ წელსაც არ გაატარებს, რადგან კანონმდებლობით შესაძლებელია, რომ სასჯელი სახლში ელექტრონული სამაჯურით მოიხადოს.
ნიკოლა სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტი 2007-2011 წლებში იყო. ის დანაშაულს არ აღიარებს და, სავარაუდოდ, გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.