სასამართლომ ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს 7 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

პუბლიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე  ანრი ოხნაშვილის საქმეზე დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით 7-000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

ბრალდებულ ვახტანგ რობაქიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს ბრალდების მხარემ, პროკურატურამ მიმართა. მოსამართლემ კი შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

ვახტანგ რობაქიძეს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით (ხულიგნობა ქმედება რომელიც გამოხატავს საზოგადებისადმი აშკარა უპატივცმულობას უხეშად არღვევს საზოგადებრივ წესრიგს ჩადენილი ძალადობის მუქარით) და სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილი (სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას და მუქარა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანების მიმართ).

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე  ანრი ოხნაშვილსა და რობაქიძეს შორის ინციდენტი ბაკურიანში მოხდა.