„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ დიანა ჯოჯუასთვის კუთვნილი ხელფასისა და შესაბამისი კომპენსაციის ანაზღაურება დააკისრა.
„ჩვენმა იურისტებმა ჟურნალისტ დიანა ჯოჯუას საქმე პირველ ინსტანციაში წარმატებით დაასრულეს. ტელეკომპანია რუსთავი 2-ს დიანა ჯოჯუას კუთვნილი ხელფასისა და შესაბამისი კომპენსაციის ანაზღაურება დაეკისრა,” – წერს TI.