სასამართლომ რუსული კანონის საპროტესტო აქციის მონაწილე გიგა ჯოხაძე 2500 ლარით დააჯარიმა

პუბლიკა

სასამართლომ რუსული კანონის საპროტესტო აქციის მონაწილე გიგა ჯოხაძე 2500 ლარით დააჯარიმა.

მანამდე 2200 ლარით დაჯარიმდა მისი ძმა, სკოლის მოსწავლე სანდრო ჯოხაძე.

საქმეს მოსამართლე კობა ჩაგუნავა განიხილავდა.

გიგა და სანდრო ჯოხაძეები ამბობენ, რომ მათ სპეცრაზმელებმა სცემეს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა.

„არც მე და არც ჩემს ძმას შეხება არ გვქონია კორდონთან. დაგვაკავეს სპეცრაზმელებმა და ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფასაც სწორედ ისინი გვაყენებდნენ. პოლიციელები აძლევენ ცრუ ჩვენებას. ისინი იყვნენ დაახლოებით 30-40 მეტრის დაშორებით. ჩვენს ლოკაციაზე არ იდგნენ”, – თქვა გიგა ჯოხაძემ.

„ჩემი დაკავება ასე მოხდა: სპეცრაზმელებმა მცემეს, გამატარეს კორდონი. მეორე პოლიციელი საერთოდ ვერ ვიცანი. ძალიან ბევრ ტყუილს ამბობენ. ერთ-ერთი ამბობს, რომ პოლიციელებს ვაგინებდი, მეორე ამბობს, რომ არ ვიგინებოდი. ერთი ამბობს, რომ სპეცრაზმმა შემიყვანა, მეორე ამბობს, რომ თვითონ დამაკავა”, – თქვა სანდრო ჯოხაძემ.