სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები, მარიამ გეგუჩაძე, გვანცა პერტია და ლიკა ლომიძე სასამართლომ სამართალდამრღვევებად ცნო და 2 200-2 200 ლარით დააჯარიმა, – ინფორმაციას „პუბლიკას“ ადვოკატი და აქტივისტები უდასტურებენ.
პოლიცია აქტივისტებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
კიდევ ერთ აქტივისტი, თათია მელიქიშვილი, რომელსაც პოლიცია მხოლოდ წვრილმანი ხულიგნობის მუხლით ედავებოდა, 2 000 ლარით დაჯარიმდა.
სასამართლოში ამ წუთებში აქტივისტ ნატა ფერაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
აქტივისტები 7 მარტის აქციაზე დააკავეს. „არა-რუსეთს“ პარლამენტთან დაიწყო და მთავრობის კანცელარიასთან გაგრძელდა. მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად შენობის მიმართულებით ტუალეტის ქაღალდები ისროლეს. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა სწორედ ტუალეტის ქაღალდების სროლას მოჰყვა.