სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას უბრძანა, დროებით აღადგინოს USAID-ის უცხოური დახმარების პროგრამების დაფინანსება

პუბლიკა

Forbes-ის ცნობით, ხუთშაბათს ღამით ფედერალურმა მოსამართლემ უბრძანა ტრამპის ადმინისტრაციას, დროებით აღადგინოს USAID-ის უცხოური დახმარების პროგრამების დაფინანსება და ჩაატაროს თითოეული პროგრამის დეტალური განხილვა, სანამ საბოლოოდ გადაწყვეტს, რა უნდა შეჩერდეს.

განჩინებაში მოსამართლე ამირ ალიმ აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას არ დაუსაბუთებია, რატომ გახდა საჭირო უცხოური დახმარების აბსოლუტური შეჩერება.

დაფინანსების დროებითი აღდგენის ბრძანება ეხება კონტრაქტებს, რომლებიც 20 იანვრამდე მოქმედებდა.

მანამდე, 13 თებერვალს CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსამართლე კარლ ნიკოლმა 1 თებერვლამდე გაახანგრძლივა USAID-ის თანამშრომლების შვებულებაში გაყვანის თაობაზე პაუზა, რითაც შეაჩერა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ თანამშრომლების წინააღმდეგ შემდგომი ზომების მიღება, თუმცა თქვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას მომდევნო კვირის ბოლომდე მიიღებს.