ფედერალურმა სასამართლომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას USAID-ის გაუქმება განუსაზღვრელი ვადით აუკრძალა.
ფედერალური მოსამართლის, თეოდორე ჩუანგის ბრძანება ტრამპის ადმინისტრაციას ავალდებულებს, აღუდგინოს USAID-ის ყველა თანამშრომელს, მათ შორის ადმინისტრაციულ შვებულებაში მყოფებსაც, ელექტრონულ ფოსტაზე და კომპიუტერებზე წვდომა.
სასამართლომ დაადგინა, რომ მილიარდერმა ილონ მასკმა გადააჭარბა აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებას და „მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის“ (DOGE) მიერ USAID-ის დახურვის მცდელობა, სავარაუდოდ, „მრავალმხრივად“ არღვევს აშშ-ის კონსტიტუციას.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, USAID-ის თანამშრომელთა გაშვება უნდა შეწყდეს, მაგრამ მან არ გასცა მანამდე გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენის ბრძანება.
სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო USAID-ის 26 თანამშრომლის სახელით აღძრულ საქმეზე, რომლებიც სასამართლოში ამტკიცებდნენ, რომ მასკი მოქმედებს „პროგნოზირებადი და დაუფიქრებელი დამანგრეველი მიდგომით“.
გადაწყვეტილებაზე, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ გაასაჩივრებენ და მოსამართლეს „დაუმორჩილებელი“ უწოდა.
„ჩვენ ამას გავასაჩივრებთ, ვფიქრობ — არა, გარანტიას გაძლევთ, ჩვენ გავასაჩივრებთ მას. ჩვენ გვყავს დაუმორჩილებელი მოსამართლეები, რომლებიც ანგრევენ ჩვენს ქვეყანას“, — უთხრა ტრამპმა Fox News-ს.