ზუგდიდის სასამართლომ აქტივისტები კერენ ესებუა და ცაბუნია ვართაგავა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა.
მათ წინააღმდეგ სამართალწარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე მუხლის დარღვევის საფუძვლით იყო დაწყებული.
კერძოდ, აქტივისტები მიზანმიმართულად არღვევდნენ აქციაზე სახის დაფარვის და ფეიერვერკის გამოყენების აკრძალვებს. კერენ ესებუას მიმართ სამი ოქმი, ხოლო ცაბუნია ვართაგავას მიმართ სახის დაფარვის გამო 1 ოქმი იყო შედგენილი.
ამ საპროტესტო აქციების კიდევ ერთი მონაწილე მარიამ სიჭინავა პოლიციამ გუშინ დააკავა. მისი სასამართლო ჯერ არ გამართულა. მარიამ სიჭინავას წინააღმდეგ პოლიციას 6 ოქმი აქვს შედგენილი.