სასამართლომ ზურაბ ჯაფარიძე 2 500 ლარით დააჯარიმა

პუბლიკა

პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე და პარტიის კიდევ ერთი წევრი, ნიკა მოსიაშვილი სასამართლომ 8 მარტის აქციის საქმეზე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლემ ზურაბ ჯაფარიძე  და ნიკა მოსიაშვილი  2 500 – 2 500 ლარით დააჯარიმა.

ზურაბ ჯაფარიძე 8 მარტს, პარლამენტთან დააკავეს. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მას დაკავებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერს შსს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდა.