სასამართლოში გუშინ აქციაზე დაკავებულთა პროცესები უნდა გაიმართოს

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ პარლამენტის მიმდებარედ აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესები უნდა გაიმართოს.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ დაკავებულია 37 პირი.

მათივე ცნობით, დაშავდა აქციის 4 მონაწილე და 2 სამართალდამცველი, დაშავებულებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი კვლევა ჩაუტარდათ.