პროფკავშირების ინფორმაციით, მათ სასამართლოში მოიგეს 2 საქმე, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებას ეხებოდა.
პროფკავშირების ინფრომაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 5 ივლისის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი გ.ჯ.-ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება და მოპასუხე შპს „ნეთ სითის“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე დარჩენილი 3 თვის განაცდურის თანხის გადახდა.
„მიუხედავად, მოსარჩელის მხრიდან შრომითი საქმიანობის ჯეროვანი შესრულებისა – მოპასუხემ 2020წლის 7 ნოემბერს გამოსცა ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან – 01/12/2020წ. გათავისუფლების შესახებ. ამასთან, ბრძანებაში არ მიეთითა გათავისუფლების რაიმე სამართლებრივი საფუძველი“, – ნათქვამია „საქართველოს პროფესიული კავშირების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რაც შეეხება, მეორე სასამართლო დავას, პროფკავშირების ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 6 ივლისის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ტ.ს.-ს მიმართ გამოყენებული დისციპლინარული სახდელის სახით ,,საყვედურის“ შეფარდების შესახებ ბრძანება, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება და მოპასუხე შპს ,,სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიას” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2 წლის და 6 თვის ოდენობის კომპენსაციის თანხის – 15000 ლარის და გამოუყენებელი 24 დღის შვებულების თანხის გადახდა.
ტ.ს. 2013 წლიდან მუშაობდა შპს ,,სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიში” დაცვის ჯგუფის უფროსის თანამდებობებზე.