„სასამართლოსთან კიდევ უფრო მეტნი ვიქნებით“ | სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია დასრულდა

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია მმართველი პარტიის ოფისთან დასრულდა. აქციის ინიციატორმა, პარტიის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.

„ჩვენი მოთხოვნაა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს სასამართლოს ჩანიშვნა, იმიტომ რომ ყოველი დღე, ყოველი წუთი, ყოველი საათი შესაძლოა გადამწყვეტი იყოს პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის. შესაბამისად, ყველამ ერთმანეთს მივცეთ პირობა რომ როგორც კი ჩაინიშნება სასამართლო, როგორც კი გვეცოდინება თარიღი, კიდევ უფრო მეტნი, კიდევ უფრო მობილიზებულები, კიდევ უფრო აქტიურები ვიქნებით იქ და დავიცავთ პრეზიდენტის სიცოცხლეს, “- მიმართა მან აქციის მონაწილეებს.

მისის თქმით, ყველა დღე უნდა გამოიყენონ აქტიურობსისთვის, ჩავიდნენ რეგიონებში და მოემზადონ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები სასამართლოში შესაკრებად.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, ცენტრი „ემპათიის“ მიერ მომზადებული სამედიცინო დასკვნის საფუძველზე აპირებენ სასამართლოში შუამდგომლობის დაყენებას მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებისა, ან გათავისუფლების მოთხოვნით. ისინი ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება.