სასაზღვრო პოლიციის სერჟანტი ვალერი გედელიანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, კარწახის სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე, ცვლაში ყოფნის დროს გარდაიცვალა, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, გარდაცვალების მიზეზის დასადგენად გამოძიებას სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აწარმოებს.