სასიამოვნო იყო თბილისსა და იურუსალიმში ჩვენს მოკავშირეებთან შეხვედრა - პომპეო

პუბლიკა

„სასიამოვნო იყო ამ კვირაში თბილისსა და იურუსალიმში სტუმრობა და პროდუქტიული შეხვედრები ჩვენს მოკავშირეებთან, საქართველოსა და ისრაელის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის მიმართ აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის დადასტურება“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ twitter-ზე დაწერა.

ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო საქართველოში 17 ნოემბერს ჩამოვიდა.  ის შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, პატრიარქს, ილია II-ს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მაიკლ პომპეოს ვიზიტთან დაკაშირებით ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და მხარდამჭერებმა საინფორმაციო, მდუმარე აქცია გამართეს პლაკატებით ხელში, წარწერებით – არჩევნები გაყალბებულია. პომპეოს ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი არ ყოფილა ოპოზიციასთან შეხვედრა. მისი თვითმფრინავის გაფრენის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პომპეოს თანაშემწე, ფილიპ რიკერი ოპოზიციის ლიდერებს შეხვდებოდა.