სასროლეთში აფეთქების დროს დაშავებული 1 პირი რეანიმაციაშია მოთავსებული

პუბლიკა

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, სასროლეთში აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პირიდან ერთი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული – მისი თქმით, პაციენტს სხეულისა და სასუნთქი გზების 20-%-იანი დამწვრობა აქვს. ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ქაშიბაძის ცნობითვე, დანარჩენი ორი დაშავებული ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

გუშინ თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე დაიღუპა 2, ხოლო დაშავდა 4 მოქალაქე. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ერთი დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა.

აფეთქების მიზეზი უცნობია.